ტექნიკური მენეჯერი
მოთხოვნები
მანქანის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
ავტოპარკში გვესაჭიროება ტექნიკური მენეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს მანქანების გამართულ მუშაობას და ითანამშრომლებს პარტნიორ სახელოსნოებთან.
მოვალეობები
- კონტროლი გაუწიოს მანქანების გამართულ მუშაობას, რისთვისაც უნდა იყოს ხშირ კონტაქტზე მძღოლებთან
- პერიოდულად შემოწმდეს მანქანების ვიზუალური მხარე და კონტროლდებოდეს ძრავის ზეთის დონე, ასევე დროული შეცვლა
- შეასრულოს შუამავლის როლი მძღოლებსა და წინასწარ განსაზღვრულ სახელოსნოებს შორის
- თავისუფალი მანქანის (გაუქირავებელი) სახელოსნოში შემოწმება ტექნიკურ გამართულობაზე, ასევე შიდა და გარე სისუფთავეზე
- ითანამშრომლოს ავტოპარკის პარტნიორ სახელოსნოებთან
- დაზიანებული/ნაავარიები მანქანის სახელოსნომდე მიყვანა/მიწოდება და რემონტის პერიოდში სახელოსნოსთან თანამშრომლობა
- საჭიროების შემთხვევაში წინასწარ განსაზღვრული მომწოდებლებიდან სარემონტო ნაწილების გადაგზავნა სახელოსნოში, ძირითადად კურიერის მეშვეობით
- მანქანებზე გასაწევი ხარჯები შეათანხმოს უშუალო ხელმძღვანელთან
- შეძლებისდაგვარად მოიძიოს სხვა დამატებითი სერვის ცენტრები მისაღებ ფასებში
- სამუშაო პროცესის დროს იყოს კონტაქტზე ავტოპარკის სხვა მენეჯერებთან
კომპანიის ვალდებულებები
- ანაზღაურება: 1,500 ₾ ხელზე ასაღები
- ყოველთვიური ანაზღაურების დროული გაცემა თვის 25 რიცხვში
- კომპანიის ხარჯებით გადაადგილება ტაქსით სამუშაო საქმეებზე
- სასიამოვნო და მეგობრული სამუშაო გარემო, როგორც ოფისში ასევე ყველა განსაზღვრულ მომწოდებელთან და სახელოსნოსთან
